logo
ENG



მეზობელი გარდაცვლილი ჩვილის დედაზე: არ იცოდა, ორსულად რომ იყო და მკვდარი ბავშვი გააჩინა

04 ივლ 202014:28
3 წუთის საკითხავი
 

კასპში ახალშობილის გარდაცვალებაზე ოჯახის მეზობლები საუბრობენ. მათი განცხადებით, თავდაპირველად ქალმა ადგილობრივ სამედიცინო პუნქტს თირკმლის ტკივილის გამო მიმართა. იქ მას უთხრეს, რომ 8 თვის ორსული იყო. მეზობლის მტკიცებით, სახლში დაბრუნების შემდეგ მან იმშობიარა და ახალშობილი საპირფარეშოსთან დატოვა.

„ქალს მესამე ბიჭი როდესაც გაუჩნდა, თვითონაც არ იცოდა. ახლაც ასე იყო, არავინ არ იცოდა ორსულობის შესახებ. თირკმლები სტკიოდა და ეტყობა, წამლებს სვამდა. თვითონაც არ იცოდნენ, დარწმუნებული ვარ და 8 თვის ბავშვი მიცვალებული დაბადა სახლში. ვერ მოასწრეს საავადმყოფოში წასვლა. პოლიცია მოვიდა თუ არა, საპირფარეშოსთან იყო მიცვალებული“, - აცხადებს მეზობელი.

შეგახსენებთ, რომ კასპის ერთ-ერთ სოფელში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს. შს სამინისტრომ გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყორაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა